პოლონეთმა 500 საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დააანონსა

პოლონეთმა 500 საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დააანონსა

პოლონეთის მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით 500 საბჭოთა ძეგლის დემონტაჟს აპირებს – ამის შესახებ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლუკაშ კამინსკიმ ისაუბრა, რომელიც პოლონელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებს იძიებს.
საუბარია საბჭოთა კავშირის მიმართ მადლობის ნიშნად დადგმულ ძეგლებზე, რომელიც წითელ არმიას მიეძღვნა და დაიდგა საზოგადოებრივ ადგილებში. „ამ ძეგლების დღემდე შენარჩუნება პოლონეთში 1990-იან წლებში დაწყებული გარდაქმნის დაუსრულებლობას ნიშნავს. ეს საბედისწერო შეცდომაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვკაციული პროპაგანდისათვის გამოიყენება“ – განაცხადა კამინსკომ. მისივე თქმით, მემორიალებს, რადაც დასაფლავებული არიან საბჭოთა ჯარისკაცები, სახელმწიფო დაიცავს.

banner
წინა სტატიაშითამარ ქალდანი პრემიერს მიმართავს: დასაკარგი დრო აღარ არის
შემდეგი სტატიავიეტნამის პარლამენტს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად უხელმძღვანელებს ქალი