პენტაგონი მოსულში ავიადარტყმების დროს 200 მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სწავლობს

პენტაგონმა მოსულში ამერიკის სამხედრო ძალების მიერ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების დაბომბვის შედეგად დაღუპული 200 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო – The New York Times-ი ავრცელებს.
გამოძიება ეხება ავიადარტყმებს, რომლებიც, სავარაუდოდ, 17-დან 23 მარტის ჩათვლით განხორციელდა – გაზეთს კოალიციის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ჯოზეფ სკროკმა განუცხადა.

ირანელი გენერალ-მაიორის მაან ალ-საადის თქმით, სპეცრაზმის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა სახლებში იმყოფებოდა. “დაბომბვების შემდეგ გაოცებული დავრჩით იმით, რომ მშვიდობიან მოსახლეობაშია მსხვერპლი. მგონია, რომ ეს “ისლამური სახელმწიფოს” ხაფანგი იყო” – განაცხადა მან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თუკი ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ დადასტურდება, ეს ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გახდება.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს რაკაში, ასევე 33 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამერიკული კოალიციის ავიადარტყმების შედეგად.

6

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონს დღეს 70 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატიასაბურთალოზე 9 წლის გოგონა ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა