პარიზში საუდის სამეფო ოჯახის წევრს მილიონიანი საათი წაართვეს

policiaპარიზში მოგზაურობისას, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრს საათი წაართვეს, რომელიც, მსხვერპლის მტიცებით, მილიონი ევრო ღირს, – იუწყება The Independent-ი. გამოცემის ინფორმაციით, ქალს, რომლის სახელიც არ ხმაურდება, თავს საღამოს, სეირნობისას დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელები ორნი იყვნენ და მხოლოდ საათი წართვეს.
საქმეს ბანდიტიზმთან ბრძოლის (Brigade de répression du banditisme) განყოფილება იძიებს.
2014 წლის აგვისტოში, პარიზში საუდის პრინცი, მულტიმილიონერი აბდულ აზიზ ბინ ფახდი დააყაჩაღეს. მაშინ ბოროტმოქმედები თავს მის კორტეჟს დაესხნენ და 250 ათასი ევრო წაიღეს. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი, რომლის წევრიც, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ოჯახად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა ტრამპს პუტინის “არანებაყოფლობითი აგენტი” უწოდა
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ავსტრიას „რადიკალური რასიზმის ცენტრი“ უწოდა.