აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა ტრამპს პუტინის “არანებაყოფლობითი აგენტი” უწოდა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა ტრამპს პუტინის

5აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა, მაიკლ მორელმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ტრამპი პუტინის “არანებაყოფლობითი აგენტი” იყოს – იუწყება The New York Times-ი.
“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაზვერვის ოფიცერი იყო, რომელიც ადამიანების სუსტი მხარეების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაზეა დატრენინგებული. პუტინმა ზუსტად ეს გააკეთა პრაიმერიზის დასაწყისში და ტრამპის სისუსტეზე ითამაშა, როცა მას მადლობა გადაუხადა, რაზეც ტრამპს ის რეაქცია ჰქონდა, როგორიც პუტინმა გათვალა,” – წერს მორელი.
მისივე აზრით, ზუსტად ესაა მიზეზი, რომ ტრამპი პუტინს აქებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც რუსეთის ხელისუფლებას აწყობს. ამის მაგალითად კი მორელს ტრამპისგან ყირიმის რუსეთის ნაწილად შესაძლო აღიარება და რუსი ჰაკერებისადმი დემოკრატების ფოსტის გატეხვის მოწოდება მოიყვანა.
„სადაზვერვო წრეეში ამაზე ვიტყოდით, რომ პუტინმა ტრამპი რუსეთის აგენტად დაიქირავა,” – აცხადებს მორელი.

banner
წინა სტატიაში(video) ბრაზილიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ახალი ინციდენტით აღინიშნა
შემდეგი სტატიაპარიზში საუდის სამეფო ოჯახის წევრს მილიონიანი საათი წაართვეს