თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ავსტრიას „რადიკალური რასიზმის ცენტრი“ უწოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ავსტრიას „რადიკალური რასიზმის ცენტრი“ უწოდა.

7„ავსტრიის კანცლერმა, თავდაპირველად, საკუთარ თავს გვერდიდან უნდა შეხედოს. დღეს რასიზმი ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, ავსტრია კი რადიკალური რასიზმის ცენტრია” – განაცხადა მევლუდ ჩევუშოღლუმ.
როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთის საგარეო უწყების ეს რადიკალური განცხადება ავსტრიის კანცლერის გამოსვლას მოჰყვა, რომლითაც მან თურქეთის ევროკავშირში შესვლის პროცესის განხილვის სწრაფი დასასრული ივარაუდა: „სინამდვილეს შევხედოთ თვალებში: ამ თემაზე მოლაპარაკებები ამ მომენტში ფიქციაა და მეტი არაფერი. ევროპას ახალი გზა სჭირდება”.
ამ საკითხში სერიოზულ პრობლემად ავსტრიის კანცლერმა არა მხოლოდ თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დაასახელა, არამედ, რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობაც, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია. 2016 წლის მაისში, დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა თურქეთის ევროკავშირში შესვლა 3 ათასი წლის შემდეგ ივარაუდა. თურქეთის ხელისუფლებამ კემერონის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში საუდის სამეფო ოჯახის წევრს მილიონიანი საათი წაართვეს
შემდეგი სტატია(foto) რიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა