პარიზში მაიამის რეისიდან 22 უკრაინელი მოხსნეს

დე გოლის აეროპორტში 22 უკრაინელი ტურისტი მოხსნეს, რომლებიც პარიზში უნდა გადამჯდარიყვნენ მაიამის რეისზე. მიზეზი ამერიკული მხარის მიერ სამოგზაუროდ განკუთვნილი ვიზის უქონლობა დასახელდა – უკრაინული მედია წერს.

ამასთანავე, თვითონ ტურისტები ამტკიცებენ, რომ ვიზები კიევში აშშ-ს საელჩომ გასცა და მათი მტკიცებით, ამერიკის მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ყველა მოგზაური იძულებული გახდა იატაკზე დაეძინა ბავშვებთან ერთად. მგზავრებს შორის ერთი ორი წლის ბავშვია, ასევე 12 და 16 წლის მოზარდები. უკრაინის მოქალაქეებს სავარაუდოდ, დღეს გაადეპორტებენ საკუთარ სამშობლოში.

banner
წინა სტატიაშიგაფიცული მაღაროელებისა და “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
შემდეგი სტატიარუსეთმა და აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუცია შეიტანეს