გაფიცული მაღაროელებისა და “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ტყიბულელი მაღაროელებისა და კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
კომპანიის ადმინისტრაციამ მაღაროელებს ორი თვის შემდეგ ხელფასების 5 პროცენტით მომატება შესთავაზა, რასაც გაფიცულები არ დათანხმდნენ.

მაღაროელები მე-13 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ამ დრომდე მინდელის სახელობის შახტასთან არიან შეკრებილი, სადაც მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონტირონგის ცენტრის” წარმომადგნელები იმყოფებიან.

აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლები შემდეგ მაღაროს ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისს სამი დღით გაზმომარაგება შეუწყდება
შემდეგი სტატიაპარიზში მაიამის რეისიდან 22 უკრაინელი მოხსნეს