რუსეთმა და აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუცია შეიტანეს

აშშ-მ და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტი შეიტანეს, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ეხება – ამის შესახებ დღეს ორგანოს თავმჯდომარემ რაფაელ რამირესმა განაცხადა.
დოკუმენტის თანახმად, სირიაში ცეცხლი 27 თებერვალს, ადგილობრივი დროით 00.00 საათზე უნდა შეწყდეს.
შეთანხმება 20 თებერვალს ჟენევაში იქნა მიღწეული. ის გულისხმობს ქალაქებიდან ალყების მოხსნას, სამხედრო ტყვეების გაცვლას და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.
შეთანხმება არ ვრცელდება “ისლამურ სახელმწიფოსა” და “ჯებხატ ან-ნურსზე”.

შეთანხმების ვადაა ორი კვირა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში მაიამის რეისიდან 22 უკრაინელი მოხსნეს
შემდეგი სტატიაფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა