რომის პაპმა ფრანცისკმა, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა გამოიჩინონ სიმამაცე და მიმდინარე წელს სიკვდილით არ დასაჯონ არავინ.
რომში გამოსვლისას პაპმა განაცხადა, რომ მცნება “არა კაც კლა” ეკუთვნის ყველას, როგორც დამნაშავეებს, ასევე უდანაშაულოებს.
“დამნაშავეებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება, რომელიც მათ ღმერთმა მისცა” – თქვა ფრანცისკმა.