ობამამ პრეზიდენტობის შემდეგ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე ვაშინგტონში აპირებს დარჩენას, რომ უმცროსმა შვილმა საშამ სკოლის დამთავრება შეძლოს – ამის შესახებ ბარაკ ობამამ მილუოკიში ვიზიტისას განაცხადა – The Washington Post-ი წერს.
პრეზიდენტმა ერთ-ერთ რესტორანში ისადილა ოთხი მამაკაცისა და ოთხი ქალბატონის კომპანიაში, რომლემბაც მას ადრე სამედიცინო მომსახურების შეასხებ წერილი მისწერეს. გარდა ამისა, ისინი საუბრობდნენ ამინდზე და შუა დასავლეთზე.
ერთ-ერთმა ქალბატონმა ობამას ჰავაიზე კითხა, სადაც ის დაიბადა. “ჰავაი ჩემი მშობლიური ადგილია” – განაცხადა ობამამ და დაამატა, რომ ჩიკაგო კი – მისი ნამდვილი სახლი, საიდანაც მისი მეუღლე, მიშელ ობამაა წარმოშობით.

სადილის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტს ჰკითხა, სად იცხოვრებენ ისინი მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. “რამდენიმე წლით საშას სკოლის დასრულებამდე აქ ვაპირებთ დარჩენას” – თქვა ობამამ და ახსნა, რომ სწავლის შუა პერიოდში მისი სხვა სკოლაში გადაყვანა “ძალიან გაუფრთხილებელი საქციელი იქნება”.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემრებს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში“სამასი მოწმე იყო დასაკითხი და არ დაიკითხა” – გიორგი ცააძის და
შემდეგი სტატიამოსკოვში 4 წლის გოგონას მკვლელი ძიძას ვაჟი დააკავეს