ობამა პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებაში დაძაბულობის გაღრმავებისგან.

განცხადება შეერთებული შტატების ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დონლად ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლა მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგებს შორის დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

ობამას თქმით, კანდიდატები საქმეზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და არა ადამიანების შეურაცხყოფაზე.

პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტი აპრილში დიდი ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავს. ვიზიტის დროს ბარაკ ობამა, სავარაუდოდ, ოფიციალური ლონდონის ევროკავშირში დარჩენას დაუჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზა გაჰყავთ
შემდეგი სტატიაიტალიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს 6 მოთხილამურე ემსხვერპლა