იტალიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს 6 მოთხილამურე ემსხვერპლა

იტალიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს 6 მოთხილამურე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ავსტრიის მოსაზღვრე რეგიონში მოხდა. ზვავი 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა.

გავრცელებული ცნობით, მოთხილამურეებს შორის ძირითადად იტალიისა და ავსტრიის მოქალაქეები არიან.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენების დახმარებით გადაჰყავთ.

ჯერ–ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გადაურჩა სტიქიას ან არიან თუ არა კიდევ დაკარგულები.

banner
წინა სტატიაშიობამა პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე და ნიკა მელია თბილისის მერიას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ