ნუკრი ქანთარია: იმის გამო, რომ ნანა ყეინიშვილმა დატოვა „ქართული ოცნება“, მოსასულიერებელი წვეთები არ დაგვჭირდება

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ დეპუტატ ნანა ყეინიშვილის მიერ პარტიის დატოვება დიდი ტრაგედია არ არის.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ამისთვის მოსასულიერებელი წვეთები საჭირო არ იქნება“.

„თუ ნანა ყეინიშვილმა დატოვა „ქართული ოცნება“, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ და არ დაგვჭირდბა ამისთვის მოსასულიერებელი წვეთები“,-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ნანა ყეინიშვილმა პარტია „ქართული ოცნების” დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

მისი თქმით, წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მიმიღო.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” მაჟორიტარობის ახალი კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიავლადიმირ პუტინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი ლივანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა