ვლადიმირ პუტინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი ლივანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი ლივანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი დათანხმდა დიმიტრი მედვედევის შეთავაზებას, განათლების მინისტრად პრეზიდენტის ამდინისტრაციის თანამშრომელი ოლგა ვასილიევა დანიშნონ.

დიმიტრი ლივანოვი კი გახდება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების საკითხებში.

ლივანოვი განათლების მინისტრად 2012 წლის 21 მაისს დაინიშნა. მანამდე ის ნაციონალური კვლევითი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ოლგა ვასილიევა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და მოსკოვის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. ის მე-20 საუკუნის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიას ასწავლიდა. ვასილიევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოებრივი პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: იმის გამო, რომ ნანა ყეინიშვილმა დატოვა „ქართული ოცნება“, მოსასულიერებელი წვეთები არ დაგვჭირდება
შემდეგი სტატიაენმ სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების წინასწარ შერჩევაზე საუბრობს