საარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” მაჟორიტარობის ახალი კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატები წარადგინა. გორის, 41-ე ოლქში კენჭს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იყრის, 42-ე ოლქში კი პარტიამ მეწარმე გიორგი მჭედლიძე წარადგინა. რუსთავში 30-ე და 31-ე ოლქებში კი დავით კაპანაძე და ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე არევაძე განაწილდნენ. საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ვეტერინარი ალეკო არზაშვილია.
ირმა ინაშვილის განმარტებით პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.
„ჩვენი მაჟორიტარები არინ პედაგოგებიც, ფერმერებიც, მეციერებიც, არინ სპორტსმენებიც და ჟურნალისტებიც, არის ფართო სპექტრი და ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არავის არ ვახარისხებთ და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესიერია და აქვს ცოდნა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი არის მათი გამოცდილება, ცოდნა და რაც მთავარია წესიერება. ჩვენთვის ასევე მთავარი იყო კანდიდატების შერჩევისას რამდენად იყვნენ ეს ადამიანები დაპირისპირებულები იმ დროინდელ რეჟიმთან, რა რეჟიმიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: იმის გამო, რომ ნანა ყეინიშვილმა დატოვა „ქართული ოცნება“, მოსასულიერებელი წვეთები არ დაგვჭირდება