ნოდარ ხადური : უნივერსიტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული

უნივერისტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული, – ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების პროტესტს.

ხადური მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად უნივერსიტეტში იმყოფება.

„მგონია, რომ ღია კარის მტვრევაა. არავის უთქვამს, რომ განათლების რეფორმა არ გვინდა, არავის უთქვამს, რომ უნივერსიტეტს ავტომონია არ უნდა ჰქონდეს, უნივერსიტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული. 25 წლის წინ გავხდი სტუდენტი და 25 წელია პირადად ვიბრძვი იმისთვის, რომ უნივერსიტეტი იყოს დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი. ამ პროცესში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა ხადურმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა იყვნენ ჩაბმული იმ პროცესში, რასაც თსუ-ს პრესტიჟის ამაღლება და განათლების მიღება ჰქვია.

banner
წინა სტატიაში„აუდიტორია 115“-ის წევრი ფინანსთა მინისტრს – ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში
შემდეგი სტატიანოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 112-ის მობილურ აპლიკაცია ამოქმედდება