„აუდიტორია 115“-ის წევრი ფინანსთა მინისტრს – ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში

ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში, – ასე მიმართა „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს.
„აუდიტორია 115“-ის წევრის თქმით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს მიკროფონი გაუთიშა.
სახელმწიფო უნივერისტეტთან სტუდენტები და მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილები. სწავლის დაწყების ცერემონია, რომელზეც თსუ-ს რექტორს და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უნდა მიელოცათ, ჩაიშალა.
„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა გამომსვლელთა ადგილი დაიკავეს და რექტორს სტუდენტებისთვის მიმართვის საშუალება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური : უნივერსიტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული