ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 112-ის მობილურ აპლიკაცია ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 მიმდინარე წლის ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მობილურ აპლიკაციას აამოქმედებს.

მობილური აპლიკაცია მოქალაქესა და გადაუდებელი დახმარების ნომრის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც აპლიკაციის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მობილური აპლიკაცია მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. აპლიკაცია უფასოა, სამენოვანია, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა.

მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია შსს-ში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური : უნივერსიტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული
შემდეგი სტატიაგია შარვაშიძე „აუდიტორია 115“-ის წევრებს – მიკროფონს მოგცემთ, თუ ჯერ მე მომცემთ საშუალებას პირველკურსელებს მივესალმო