ნინო ბურჯანაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივას, უბლოკო სტატუსტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკუთარი ინიციატივა დაუპირისპირა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ უბლოკო სტატუსის ინიციატივა ადეკვატურად დაინახა.
„დავით უსუფაშვილმა ამ ინიციატივას დაუპირისპირა თავისი პოლიტიკური ინიციატივა, რაშიც მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ საჯარო დისკუსია არგუმენტებით ორივე ამ ინიციატივაზე მოსახლეობისთვის იქნება საინტერესოდ მოსასმენი. თუ ვერ მოვაგროვებთ ხმებს და მოსახლეობა ამ იდეას არ დაეთანხმება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ნამდვილად მოვაგროვებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი უბლოკო სტატუსტთან დაკავშირებულ ინიციატივას რეგისტრაციაში გაატარებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს პარლამენტი ამ პროცედურულ მოვალეობას შეასრულებს. ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი. მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაციაში უნდა გატარდეს, როგორც ინიციატივა და პარლამენტს კანონით არ აქვს უფლება, რომ ამაზე უარი გვითხრას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.