ნინო ბურჯანაძე: მოვუწოდებ ე.წ პროდასავლურ ძალებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია , რათა გაიგოს ხალხმა ვინ ვინ არის

დღეს პარლამენტში „დემოკრატიული მოძრაობის“ინიციატივას განიხილავენ, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუს შეეხება. სტატუსი გულისხმობს, იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განლაგებული არცერთი უცხო ქვეყნის ჯარი და ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს არცერთ სამხედრო ალიანსში.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიის ინიციატივა ემსახურება ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემსახურება.

„საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს სწორედ უბლოკო სტატუსი სჭირდება. იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი, და არც რუსეთის გუბერნია. საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი საქართველოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, მეორე ნაწილი კი რუსეთის გუბერნიად გახდომას. ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მიმართავს პროდასავლურ ძალებს, იმ ძალებს, ვინც ეწინააღდმეგება უბლოკო სტატუსს, ჩაატარონ საჯარო დისკუსია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს „ვინ ვინ არის სინამდვილეში“.

„იმისთვის, რომ საზოგადოებამ ძალიან ნათლად გაარკვიოს, ვინ ვინ არის სინამდვილეში, ვინ რატომ აყენებს ამა თუ იმ ინიციატივას, ვის რა არგუმენტები აქვს, მე ვთავაზობ ახალ ინიციატივას ე.წ პროდასავლურ ძალებს, უფრო სწორად იმ ძალებს, ვინც ეწინააღმდეგებიან უბლოკო სტატუსის იდეას და რომლებიც ცდილობენ, ლამის მოღალატეების და მარგინალების იარლიყი მოგვაწებონ – ბატონებო, გთავაზობთ, თუ ამის გამბედაობა გეყოფათ და არ შეგეშინდებათ, ჩავატაროთ საჯარო დისკუსია, სადაც ყველანი თავს შევიკავებთ იარლიყების ერთმანეთისათვის მიკერებისაგან, სადაც მოვიყვანთ მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს ერთი ან მეორე იდეის სასარგებლოდ. თქვენ მოიყვანეთ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, ოღონდ ის კი არა, 10 წლის წინ რომ იყო აქტუალური, არამედ დღეს რომ არის აქტუალური“’- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე მოსახლეობას მოუწოდებეს ხელი მოაწერონ უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას.

„როგორც კი პარლამენტი მიიღებს პროცედურულ გადაწყვეტილებას და გვქენება შესაბამისი დოკუმენტაცია, დავიწყებთ ხელმოწერას და ყველა, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკის განვითარება, ამ ადამაინებს მოვუწოდებთ ჩაერთონ ხელმოწერების პროცესში და მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ მეტრეველი ხელვაჩაურის გამგეობას უკანონობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: პარლამენტის თავმჯდომარე ის ადამიანია, ვინც ადეკვატურად დაინახა ჩვენი ინიციატივა