ნიკა რურუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში უარყოფენ

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

ნიკა რურუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინდისში, ტაბახმელასა და კოჯრში დიდი რაოდენობით ნარკოტიკია ატანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ.

ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„მოვიდა ინფორმაცია, რომ შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის პოლიციის უფროსებმა საკუთარ ოპერმუშაკებს ასეთი დავალება მისცეს – ვისაც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ნახავთ, ხელი არ ახლოთო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა წერს და იქვე დასძენს, რომ „ამავე ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკებია ატანილია იქო.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: იმამყულიევს ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: „ოცნებაში“ საარჩევნო პროცესებს „მოქკავშირის“ გაყალბების მამა – რომან კუსიანი მართავს!