ირაკლი კობახიძე: იმამყულიევს ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი ახალგაზრდების მობილიზებას ახდენს, რათა რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაშალოს.

როგორც კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების ჩაშლა კვლავ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზეა დაგეგმილი.

„არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. მნიშვნელოვანი დარღვევები კვლავაც არ ფიქსირდება. მარნეულის საარჩევნო ოლქში ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ იმამყულიევს, ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული. მას აქვს დაწყებული მუშაობა ამაზე, იმისთვის, რომ ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი. საუბარია კვლავ ყიზილაჯლოს უბანზე და ქალაქ მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს ასეთ პროვოკაციებში, რომ თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი ამომრჩეველი 10 ლარი – ფურცელი, რომელიც ოცნების კორდინატორს დაუვარდა
შემდეგი სტატიანიკა რურუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში უარყოფენ