ნიკა გვარამია: „ოცნებაში“ საარჩევნო პროცესებს „მოქკავშირის“ გაყალბების მამა – რომან კუსიანი მართავს!

„მეორე ტურში პრაქტიკულად ყველგან კარუსელის მცდელობა გამოვლინდა,“ – წერს სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და იქვე, კითხულობს: „ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ მარტო მეორე ტურში მოვიდა გაყალბების იშტაზე „ქართული ოცნება“? ცხადია, – არა.“
გავარამიას თქმით, გაყალბდა პირველი ტურიც.
„შესაბამისად, არავითარი 48% არ ყოფილა, არც – ამდენი გამარჯვებული მაჟორიტარი. მაქსიმუმ, 42%, როგორც ჩვენმა ეგზიტპოლმა დაადგინა და ეგზიტპოლი, მოგეხსენებათ, კარუსელს ვერ ითვალისწინებს. უკანონო ნამატმა 2-3% დააკლო „ნაცმოძრაობას“ და ასევე, „ლეიბორისტები“, ბურჭულაძე, ალასანია და ბურჯანაძე პარლამენტს გარეთ დატოვა.
შესაბამისად, პირველ ტურში არჩევნები სერიოზულად გაყალბდა “მოქალაქეთა კავშირის” ტრადიციებში – კარუსელები, კრიმინალური ავტორიტეტებით ზეწოლა და დაშინება, საბიუჯეტო ორგანიზაციების უკანონო მობილიზაცია, ნარკოტიკების დარიგება, უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და მოსყიდული საარჩევნო ადმინისტრაციები, მათ შორის, წევრები ოპოზიციის მხრიდან. ერთი-ერთში ის, რაც 90-იანებში ხდებოდა. არცაა გასაკვირი – „ოცნებაში“ საარჩევნო პროცესებს „მოქკავშირის“ გაყალბების მამა – რომან კუსიანი მართავს. აბა გაზის კორპორაციაში უზარმაზარ ხელფასს ტყუილად ხომ არ უხდიან,“ – წერს გვარამია „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში უარყოფენ
შემდეგი სტატიაISFED 19 საათისთვის კენჭისყრის მიმდინარეობას აფასებს