ნაზარბაევმა ასტანას ნაზარბაევად გადაკეთების იდეას “სასიამოვნო” უწოდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ მის პატივსაცემად დედაქალაქ ასტანას სახელის გადაკეთებას ძალიან ფრთხილად უნდა მოექცნენ – დღეს მოდერნიზაციის სხდომაზე თქვა.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ასევე პარლამენტს დეკლარაციისთვის, სადაც ჩვენი განვითარების ყველა ეტაპი ზუსტად არის ჩამოყალიბებული, მათ ასევე, აღნიშნეს ჩემი როლი. ცხადია, ეს, როგორც ადამიანს ძალიან მსიამოვნებს” – თქვა ნაზარბაევმა და დაამატა, რომ ასტანას ნაზარვაევად გადაკეთების იდეა მისი არ იყო.
მან აღნიშნა, რომ “დედაქალაქისათვის სახელის გადაკეთება აწონილად გადაწყდება”. პრეზიდენტი ნაზარბაევი ყაზახეთს 20 წელია ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ტრამპს ორი მილიონი ხმით გადაასწრო
შემდეგი სტატიასემინარი უნდა გაგევლოთ, რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები -სამადაშვილი ჯანელიძეს