კლინტონმა ტრამპს ორი მილიონი ხმით გადაასწრო

დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, ორი მილიონი ხმით გადაუსწრო გამარჯვებულ რესპუბლიკელს დონალდ ტრამპს – ხმის დათვლა დღემდე გრძელდება აშშ-ს რამდენიმე შტატში. 23 ნოემბრის მონაცემებით, ჰილარი კლინტონს 64,2 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, დონალდ ტრამპს კი – 62,2 მილიონმა. ამასთანავე, სხვაობა, შესაძლებელია, გაიზარდოს, რადგანაც ხმების დათვლა რამდენიმე შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ჯერ არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ კლინტონის ხმები არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. აშშ-ს ისტორიაში, უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე იმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც ხმების ნაკლები ოდენობა აქვს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიტოკიოში, უკანასკნელი 54 წლის მანძილზე პირველად მოთოვა ნოემბერში
შემდეგი სტატიანაზარბაევმა ასტანას ნაზარბაევად გადაკეთების იდეას “სასიამოვნო” უწოდა