ნატო რუსეთის საზღვართან ძალების გადატყორცნას განიხილავს

ნატო რუსეთის საზღვართან ძალების გადატყორცნას განიხილავს

ნატო რუსეთის საზღვართან ძალების გადატყორცნას განიხილავს – The Daily Telegraph-ი წერს.
დღეს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, რომლებიც ბრიუსელში არიან შეკრებილები, ბლოკის აღმოსავლეთის საზღვრების გამაგრების შესახებ იმსჯელებენ. გამოცემის ინფორმაციით, ნატოს რუსეთის მიერ ორგანიზებული “ჰიბრიდული ომის” ან ბალტიის ქვეყნებსა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში სრულმასშტაბიანი შეჭრის ეშინია.
ამასთან დაკავშირებით ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში 500-დან 1000 სამხედროს განლაგება იგეგმება, რომლებიც ამერიკელი, ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდება.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობების გამტკიცება მსოფლიო ქვეყნების განგაშს იწვევს.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლება ნამდვილად არ არის ჩარეული “მაესტროს” პროცესებში “
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძემ შესაძლოა, პეტიციის – “განგაშის ზარების” ავტორებს სასამართლოში უჩივლოს