,,ხელისუფლება ნამდვილად არ არის ჩარეული “მაესტროს” პროცესებში “

მე დარბაზში ვხედავ “მაესტროსაც” და “რუსთავი 2”-საც და ვერ ვხედავ, რომ მათზე რაიმე პოლიტიკური ზეწოლა ხდებოდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ისევე როგორც მანამდე “რუსთავი2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ.
ხადურმა აღნიშნა, რომ მთავრობა ტელეკომპანიების ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ჩარეული არ არის.
“ერთი რამ შემიძლია გითხრათ ძალიან გულწრფელად, რომ ხელისუფლება ნამდვილად არ არის ჩარეული ამ პროცესებში და არანაირი ზემოქმედება არ არის. ვინ რა საკითხებით ახდენს სპეკულირებას, ეს სხვა საკითხია”, -განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საარჩევნო სიაზე პოლიტსაბჭო და გუნდი იმსჯელებს
შემდეგი სტატიანატო რუსეთის საზღვართან ძალების გადატყორცნას განიხილავს