მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი წინსვლის მანიშნებელი არის ინტეგრაციის გზაზე
შემდეგი სტატიანანუაშვილი პრესაში დაბეჭდილ მის ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს