ნანუაშვილი პრესაში დაბეჭდილ მის ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

ნანუაშვილი პრესაში დაბეჭდილ მის ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
დღეს, 21:37 34

სახალხო დამცველი ხელისუფლებას სასამართლო რეფორმების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და განმარტებებს აკეთებს პრესაში დაბეჭდილ მის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

ინტერვიუ, სადაც სახალხო დამცველი თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, კვირის პალიტრაში დაიბეჭდა. ამ ინტერვიუში ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრს სასამართლო სისტემაში ამ დრომდე გადაუჭრელი პრობლემებისა და რეფორმის გაჭიანურების გამო ადანაშაულებს.

ინტერვიუს გავრცელების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა და მის მიერ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უარყო.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი პოზიცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და ის არა კონკრეტული პირების, არამედ მთლიანად მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

სახალხო დამცველი სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალედ მუშაობას ასახელებს. მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებასთან დაკაავშირებული ბუნდოვანი გადაწყვეტილებების გამო.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომელიც სასამართლო რეფორმის ავტორია, დღეს განმარტება არ გაკეთებულა. მმართველი გუნდის სხვა წევრები კი რეფორმირების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით შენიშვნებს არ იზიარებენ.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში განხილვა დაწყებულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში შემუშავებულ ცვლილებებს შორისაა საქმეთა განაწილებისა და მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების შეცვლილი რეგულაციებიც.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა