“მოვითხოვოთ, რომ ბავშვის სათამაშოების მაღაზიებს აეკრძალოთ ღია ფანჯრებში სათამაშოების გამოფენა”

“ენმ”-ს წევრი,დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ონლაინსესხების აკრძალვასთან დაკავშირებით, მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პრობლემა სესხების აკრძალვით არ გვარდება და პრობლემა ისაა, რომ ეკონომიკური ვარდნის, უმუშევრობის და ბანკში სესხების არსებობის პირობებში სულ უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ონლაინსესხის აღება.

“წეღან თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ბავშვის სათამაშოების მაღაზიის უზარმაზარ ფანჯრებს ჩავუარე. თვალი მომჭრა სათამაშოების სიუხვემ, სილამაზემ, მრავალფეროვნებამ და მიმზიდველობამ.
“ღმერთო, ამის დამნახავი რამდენი ბავშვი შეეხვეწება მშობელს, რომ ამ მაღაზიაში შეიყვანოს და რამდენი მშობელი ვერ გაბედავს მაღაზიაში ბავშვის შეყვანასაც კი, რადგან ამ გაჭირვებაში 2 ლარსაც ვერ გაიმეტებს სათამაშოსთვის,” – მეუბნება მეგობარი. (არადა სადღა ღირს რაიმე სათამაშო 2 ლარი.)
“მოდი, მოვითხოვოთ, რომ ბავშვის სათამაშოების მაღაზიებს აეკრძალოთ ღია ფანჯრებში სათამაშოების გამოფენა. ბავშვებს ცდუნება არ ექნებათ, მშობლები უხერხულობას არ იგრძნობენ შვილების წინაშე,” – ქოცური რეცეპტი შევთავაზე მეგობარს.
გაჩუმდა.
ასეა, მეგობრებო: პრობლემა ის კი არაა, ონლაიონსესხები რომ არსებობს. პრობლემა ისაა, რომ ეკონომიკური ვარდნის, უმუშევრობის, ბანკის სესხების ვერგადახდის პირობებში სულ უფრო მეტ ადამიანს სჭირდება (!) ონლაინსესხის აღება. თვითონაც ხვდება, რომ უფროდაბალპროცენტიანი სესხის გადასაფარად უფრომაღალპროცენტიანი სესხის აღებით კიდევ უფრო იკაბალებს თავს, მაგრამ რა ქნას?
გამოსავალი ეკონომიკურ ზრდაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ოჯახების შემოსავლის გაზრდაშია და არა ონლაინსესხების აკრძალვაში. აკრძალავ? “შავ ბაზარზე” გადაინაცვლებს, სადაც სესხის ვერგადახდის საფასური “შავი სასამართლოა” – კრიმინალებითა და საქმის გარჩევებით.
ნუ ავხუთავთ საბავშვო სათამაშოების მაღაზიების გაჩახჩახებულ ფანჯრებს იმ მოტივით, რომ ბავშვებში ცდუნებას აღძრავენ. ეკონომიკა გავზარდოთ, რომ მშობლებმა ბავშვებს სათამაშოები უყიდონ”,-  წერს ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მენინგიტის საფრთხე თუ უბედური შემთხვევა?!
შემდეგი სტატიასოფელ ოტობაიაში 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა- მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია სახელდება