თბილისში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მენინგიტის საფრთხე თუ უბედური შემთხვევა?!

თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გუშინ ღამით  10 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გოგონა 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა გოგონა ანევრიზმის შედეგად დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის თნაკლასელთა მშობლების ნაწილი აცხადებს, უბედური შემთხვევის მიზეზი შესაძლოა მენინგიტი იყოს. თუმცა, სკოლის დირექტორი მენინგიტის ფაქტს უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოში ექთნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
შემდეგი სტატია“მოვითხოვოთ, რომ ბავშვის სათამაშოების მაღაზიებს აეკრძალოთ ღია ფანჯრებში სათამაშოების გამოფენა”