მოსკოვი აპროტესტებს აშშ–ი რუსეთის დროშის ჩამოხსნას

ოფიციალური მოსკოვი აპროტესტებს აშშ– რუსეთის ყოფილი დიპლომატიური წარმომდგენლობების შენობებიდან რუსეთის დროშის ჩამოხსნას. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. “ჩვენთვის ცნობილი გახდა ამერიკული ხელისუფლების ახალი მტრული აქციის შესახებ ჩვენი დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ. ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ადრე დაპყრობილი სავაჭრო წარმომადგენლობის შენობიდან ვაშინგტონში და საკონსულოს შენობიდან სან–ფრანცისკოში, ჩამოგლიჯეს რუსეთის დროშები”, – განაცხადა ზახაროვამ, რომლის კომენტარს სააგენტო “Новости” ავრცელებს.
მისი თქმით, მოსკოვი ამ ფაქტს აფასებს, როგორც რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფას.

banner
წინა სტატიაშისოხუმში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ
შემდეგი სტატიარამიშვილი ზალიკო უდუმაშვილს ბოდიშს უხდის (ვიდეო)