მომავალი წლის ბიუჯეტი დეპუტატებმა პარასკევს სესიაზე უნდა დაამტკიცონ. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღის ბოლოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უმრავლესობისთვის მისაღებია, ნაციონალური მოძრაობა კი მის მხარდაჭერას არ აპირებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 20 ლარიანი პენსიის ზრდა საკმარისი არ არის და ბიუჯეტს მმართველ გუნდზე მორგებულს უწოდებენ.