“თუ ვინმეს ჩემი პერსონა არ მოსწონს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას უნდა გადააბიჯოს”

თუ ვინმეს ჩემი პერსონა არ მოსწონს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას უნდა გადააბიჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დაუსწრებლობის საკითხი შეაფასა.
“უშიშროების საბჭო არის ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ორგანო, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ხელისუფლების სამივე შტოდან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ხვდებიან. არცერთი იქ მყოფი ადამიანის მიმართ პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი პერსონა, მაინც უნდა გადააბიჯოს ამას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 4 დეკემბერს გაიმართა, პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი ,,გაზპრომისაგან,, განთავისუფლდა…
შემდეგი სტატიამომავალი წლის ბიუჯეტი დეპუტატებმა პარასკევს სესიაზე უნდა დაამტკიცონ