მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოგვცეს ინფორმაცია, იყო თუ არა ეს მათთან ერთად ნამუშევარი-ხოშტარია უკრაინის ინიციატივაზე

უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლმა მიაწოდა.

ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.

რუსეთის მიერ გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვის დაბლოკვაზე განცხადებები პოლიტიკოსებმა გააკეთეს.

ელენე ხოშტარიას თქმით, გაუგებარია ეს ინფორმაცია რატომ გახდა ცნობილი უკრაინული მედიის მხრიდან.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი ჟესტი უკრაინელების მხრიდან. კითხვა ჩნდება ,რატომ ვიგებთ ამას უკრაინული წყაროებიდან? აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოგვცეს ინფორმაცია იყო თუ არა ეს მათთან ერთად ნამუშევარი და იყვნენ თუ არა ამ პროცესის მონაწილეები. ჩვენ უნდა გვქონდეს მძლავრი საერთაშორისო დიპლომატიური კამპანია და ეს საკითხი უნდა დგებოდეს ძალიან მწვავედ ჩვენი მხრიდან,“-განაცხდა ელენე ხცოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა იმნაძე : მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დახურული სხდომის ფორმატში მოხვდა
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს