სოფლის მეურნეობის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი ხანიშვილი და რევაზ ასათიანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ.

გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფინანსთა სამინისტროდან გადაინაცვლა, ხოლო რევაზ ასათიანი და გიორგი ჩხეიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე შეინარჩუნეს ნოდარ კერესელიძემ და იური ნოზაძემ.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოგვცეს ინფორმაცია, იყო თუ არა ეს მათთან ერთად ნამუშევარი-ხოშტარია უკრაინის ინიციატივაზე
შემდეგი სტატია“ახლა ვართ მორევში, რომლის ძირშიც სწრაფად ჩავდივართ, რაც უფრო სულელურ ნაბიჯებს დგამს მთავრობა”- ჭიაბერაშვილი