კახა იმნაძე : მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დახურული სხდომის ფორმატში მოხვდა

უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლმა მიაწოდა.

ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.

რუსეთის მიერ გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვის დაბლოკვაზე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს. კახა იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დახურული სხდომის ფორმატში მოხვდა.

,,მათ დაგმეს რუსეთის ქმედებები და მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება გაიყვანოს სამხედრო ნაწილები და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გაუსვეს ხაზი,“- განაცხადა კახა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ექსპერტები გაეროში რუსეთის მიერ აფხაზეთის საკითხის განხილვის დაბლოკვას აფასებენ
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოგვცეს ინფორმაცია, იყო თუ არა ეს მათთან ერთად ნამუშევარი-ხოშტარია უკრაინის ინიციატივაზე