მიხეილ სააკაშვილის პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” პრესსპიკერი დააკავეს

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” პრესსპიკერი დააკავეს – ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარიანა პოჩტარი მესაზღვრეების ცოცხალი კორდონისთვის ფოტოების გადაღების გამო დააკავეს. მათი განმარტებით, სასაზღვრო პუნქტზე, მესაზღვრეები არიან მობილიზებული, რათა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი არ შეუშვან.

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიაბასთუმანში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა
შემდეგი სტატიარუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაში ამერიკული პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს