მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გათავისუფლების საკითხს უკრაინის მთავრობა 9 ნოემბერს განიხილავს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინსტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომს საკითხს 9 ნოემბერს განიხილავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვიცე პრემიერმა პაველ როზენკომ განაცხადა.

“როგორც ვიცი, ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე 9 ნოემბერს განვიხილავთ. მთავრობამ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ განაცხადი პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს”, – განაცხადა როზენკომ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 7 ნოემბერს გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებას ხელს მაშინ მოაწერს, როდესაც შესაბამის დადგენილებას მთავრობისგან მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობის მოწმე ანა დურიცკაია სასამართლოში ისევ არ გამოცხადდა