საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ენმ-ს წევრების მიმართ განხორციელებული დევნა და სასამართლო პროცესები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნების თემასაც ეხება და აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ევროპის ადმაიანის უფლებათა სასამარტლომ დაადასტურა, რომ ჩემი გუნდის მიმართ განხორციელებული დევნა წმინდად პოლიტიკურია, ყველა გამოკითხვა კი აჩვენებს იმას, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩემი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს რუს ოლიგარქ ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებაზე“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მხრიდან ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.