ხელვაჩაურში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა

“თაიმერს” აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, რომ 24 ადამიანი, მათ შორის, 11 ბავშვი, სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაციაა.

“ბავშვები გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, დანარჩენები კი, ბათუმის ორ საავადმყოფოში.

სამედიცინო წვეულებაზე მყოფმა ჩინელმა სტუმარმა დაწესებულებაში მისვლაზე უარი განაცხადა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული.

პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია იყო”,- განაცხადა ნიჟარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის მედიასწავლებას იწყებს