მიხეილ სააკაშვილი: მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ენმ-ს წევრების მიმართ განხორციელებული დევნა და სასამართლო პროცესები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნების თემასაც ეხება და აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ევროპის ადმაიანის უფლებათა სასამარტლომ დაადასტურა, რომ ჩემი გუნდის მიმართ განხორციელებული დევნა წმინდად პოლიტიკურია, ყველა გამოკითხვა კი აჩვენებს იმას, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩემი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს რუს ოლიგარქ ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებაზე“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მხრიდან ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის პროცესი მეზობლის დაკითხვით განახლდა
შემდეგი სტატიახელვაჩაურში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა