მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

news
: news მარტი 2, 2016 10:39 განახლებულია

მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში, კელი კლევენტსს შეხვდა.

როგორც “თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის ოფისის როლსა და მათ ჩართულობაზე მეორე თემატური ჯგუფის საქმიანობაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში და ხელისუფლების სტრატეგიას მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, ინტეგრაცია, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.

news
: news მარტი 2, 2016 10:39 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics