მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში, კელი კლევენტსს შეხვდა.

როგორც “თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის ოფისის როლსა და მათ ჩართულობაზე მეორე თემატური ჯგუფის საქმიანობაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში და ხელისუფლების სტრატეგიას მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, ინტეგრაცია, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე თურქ კოლეგას შეხვდება
შემდეგი სტატიადიდუბის ავტოსადგურთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა