მიხეილ გიორგაძე თურქ კოლეგას შეხვდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
როგორც “თაიმერს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიატროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდება.
უწყების ინფორმაციით, მხარეები ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრებენ და ამ მიმართულებით, სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. მაჰირ უნალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის პალატაში გადაყვანა “ადგილების უქონლობის გამო” ვერ მოხერხდა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა