მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ფერარის თავმჯდომარემ, ლუკა კორდერო დი მონტეზემოლომ ორშაბათს, 15 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა სადაც მიხაელ შუმახერზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით ლეგენდარული ავტომრბოლელის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა და მკურნალობას ექვემდებარება.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. თქვენ ყველამ კარგად იცით მიხაელი რამდენად ძლიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მონდომებით ყველაფერი გამოგვივა. ის აუცილებად გამოძვრება ამ ურთულესი მდომარეობიდან.”
მონტეზემოლომ შუმახერზე იანვარშიც ისაუბრა და მაშინ აღნიშნა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო თუმცა იმედი არსებობდა. როგორც ჩანს მისი იმედები გამართლდა და 47 წლის ფორმულა 1 – ის პილოტი გამოჯანმრთელების გზას ადგას.
მოგეხსენებათ, შუმახერი 2013 წელს ალპებში, თხილამურებზე სრიალისას დაშავდა და თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო. 2 წლიანი მკურნალობის მანძილზე ექიმები მის მდგომარეობას უიმედოდ აფასებდნენ.

banner
წინა სტატიაში(+video) პრეზიდენტი დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გონიოში გაეცნო
შემდეგი სტატიამდინარე ჭუბერში მაშველები ამ დრომდე ერთ ადამიანს ეძებენ