მერკელი თავდასხმას გადაურჩა

გერმანიის კანცლერად ზედიზედ მეოთხედ არჩეულმა ანგელა მერკელმა, არჩევნების შემდეგ ზოგორც კი ბუნდესტაგის შენობა დატოვა, მასზე უცნობმა პირმა თავდასხმა სცადა.
გერმანული Die Welt-ის ცნობით, უცნობი მამაკაცი, არაგერმანულ ენაზე ყვირილით მერკელისკენ გაიჭრა, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა მისი დაკავება მოახერხეს. როგორც გამოცემა აცხადებს, მერკელს საკუთარი ავტომობილისკენ სვლა არ შეუწყვეტია და მალევე დატოვა შემთხვევის ადგილი.ამ დროისთვის დამნაშავის ვინაობა და დანაშაულის მოტივი უცნობია.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: რასაც რუსული პროპაგანდა ემსახურება, არის ის, რომ ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგინოს და უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა ზუგდიდში