მეჭიაური “რუსთავი 2”-ის მომავალ მფლობელს სთხოვს, არხი “ნაცინალურ მოძრაობაზე” დამოკიდებული დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

მისი თქმით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არხის მესაკუთრე შეიცვლება, მომავალ მფლობელს სთხოვს, რომ არ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ასე, დამოკიდებული დატოვოს “ნაციონალურ მოძრაობაზე“.
„სახელმწიფოსგან „რუსთავი 2“ ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, იმდენად რამდენადაც, უფასო რეკლამას და პიარს მიკეთებენ სხვადასხვა შოუებით. მე მათი ოჯახებისთვის, ლუკმა- პურის მიწოდებას ვუზრუნველყოფ. თუ „რუსთავი 2“- ს შეეცვლება მესაკუთრე, აქედანვე ვთხოვ მას, რომ არ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ასე, დამოკიდებული დატოვოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მე რომ არ ვიყო, მათ საქმე აღარ ექნებათ. ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას და ჩემგან არაფერი მიდის გარდა პირადი რეიტინგისა, რომელიც  „რუსთავი 2“- გან მოვიპოვე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
banner
წინა სტატიაში“ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი“
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: “საქმე გვაქვს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ბაღის გასხვისებასთან”