“ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, საქართველოს ჰყავდა დავით აღმაშენებელი, ახლა კი, ბიძინა ივანიშვილი არის “მაშენებელი”, მიხეილ სააკაშვილი იყო “მაშინებელი”.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა. მან “რუსთავი 2” – ის სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
“სიმართლე გითხრათ, მე “რუსთავი 2” – ის მხარეს ვარ. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გლანძღავს და მასხრად გიგდებს, ჩვენს რეიტინგს ძალიან სწევს. ამიტომ, ერთი “რუსთავი 2“ უნდა გქონდეს ქვეყანაში, თუ არ გაქვს უნდა გამოიგონო. ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი. იყოს ის “რუსთავი 2 – ს.  არაფერს აშავებს. მე პოლიტიკოსი ვარ და ამ სასამართლო პროცესზე ჩემგან დადებითი, ან უარყოფითი კომენტარის გაკეთება კარგი არ იქნება. სასამართლოს უნდა ვაცადოთ და მეც და ყველა ჩვენგანიც უნდა დავეთანხმოთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
banner
წინა სტატიაში„თქვენ წყვეტთ 2016 წლის არჩევნების ბედსაც, პატივცემულო მოსამართლეებო”
შემდეგი სტატიამეჭიაური “რუსთავი 2”-ის მომავალ მფლობელს სთხოვს, არხი “ნაცინალურ მოძრაობაზე” დამოკიდებული დატოვოს