ნუგზარ წიკლაური: “საქმე გვაქვს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ბაღის გასხვისებასთან”

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბოტანიკური ბაღის შესყიდვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ბაღის გასხვისებასთან.

„არის საკითხები, რომელსაც საერო მნიშვნელობა აქვს. საკითხები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს ხელისუფლების კულტურულ სახეს. ამ საკითხთა ნუსხაშია თბილისის ბოტანიკური ბაღიც, რომლის ისტორიაც თითქმის 4 საუკუნეს ითვლის. ესაა ისტორიული, საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ბაღია.

ივანიშვილი სულ რამდნიმე ხნის წინა ამბობდა –  როგორ ვიკადრებ ბოტანიკური ბაღი „გავითავისოო“ ახლა კი არათუ გაითავისა , არამედ მიიტაცა კიდეც ისევე როგორც ერთ დროს „გაითავისა“ საყდრისი. 4 ჰექტარი მიწა მერიამ ბიძინა ივანიშვილს სრულიად მალულად გადასცა და ახლა საუბარია 29 ჰექტარზე, რომლის მისაკუთრებაც ასევე ივანიშვილს სურს.“

banner
წინა სტატიაშიმეჭიაური “რუსთავი 2”-ის მომავალ მფლობელს სთხოვს, არხი “ნაცინალურ მოძრაობაზე” დამოკიდებული დატოვოს
შემდეგი სტატიამოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ